fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დაკავებების სერია ომონიაზე – პოლიცია მუშაობას აგრძელებს!

საბერძნეთის პოლიციამ გუშინ ომონიის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

კერძოდ, საქმე ეხება გასულ ხუთშაბათს მენანდრუს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც 24 წლის ავღანელი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. ზოგადად, ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, რის გამოც ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პოლიცია გამოძიებას ორი მამაკაცის დასაკავებლად აწარმოებდა და საბოლოოდ 21 და 22 წლის პაკისტანელები აიყვანა.

მათ განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

გარდა ამისა, პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, რათა ჩხუბში მონაწილე სხვა პირების ვინაობა და ადგილსამყოფელიც დადგინდეს.

onalem

ტესტ