fbpx
საზოგადოება

ხვალიდან თესალონიკსა და ათენს აფრიკული მტვერი დაატყდება თავს

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალიდან თესალონიკსა და ათენს აფრიკული მტვერი ელის, თანაც დიდი ინტენსივობით. ხილვადობა ბევრ რეგიონში გართულებული იქნება, განსაკუთრებით ღამით და დილის საათებში. სეზონის მიუხედავად, მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ამავე დროს, მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმები მოსალოდნელია მაკედონიაში, თესალიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პელოპონისოში, ევიასა და იონიის ზღვის კუნძულებზე.

ატიკაში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა შუადღის შემდეგ. აფრიკული მტვრის კონცენტრაცია ჰაერში დილის საათებში გაიზრდება. ტემოერატურა ათენის ცენტრში 12-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 8-დან 15 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ