fbpx
საზოგადოება

დაკარგული წლები და დედა-შვილის პირველი შეხვედრა 48 წლის შემდეგ!

დედა-შვილმა ერთმანეთი გულში ზუსტად 48 წლის შემდეგ ჩაიკრა. ამ დროის მანძილზე კი, ქალი უშედეგოდ ეძებდა ვაჟს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ გააშვილებინეს.

გაზეთ “Πολίτης” ინფორმაციით, იანის კოფტერიდისი 1967 წელს ნიქოზიაში დაიბადა, ხოლო 1971 წელს უცნაურ ვითარებაში იშვილა ამერიკელი ებრაელების წყვილმა, რომელიც ნიუ იორკიდან იყო. მისი ბიოლოგიური დედა, თალია პიერი, ზეწოლის შედეგად დაარწმუნეს, რომ ბიჭი გაეშვილებინა, რადგან უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მისი გაზრდა არ შეეძლო. იანისის მამამ მას მხოლოდ გვარი მისცა, მას შემდეგ კი მისი არსებობით არც კი დაინტერესებულა. მას შემდეგაც კი, რაც მისი რეალური ისტორია გამჟღავნდა და მან დედა იპოვა.

1972 წელს თალია პიერი კანადაში ემიგრაციაში წავიდა, სადაც ორი გოგონა შეეძინა, მაგრამ მთელი ეს წლები გაუჩერებლად ეძებდა ვაჟს. ის საბერძნეთის სატელევიზიო შოუებშიც კი გამოდიოდა, ქირაობდა კერძო დეტექტივებს, მაგრამ ამაოდ.

იანისი შვილად აყვანის შემდეგ ჯონ კოჰენი გახდა. ბიოლოგიური დედის არსებობის შესახებ, გამზრდელი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გაიგო, როცა სახლში საბუთები იპოვა.

2018 წლის დასაწყისში ის ნიუ იორკიდან ფლორიდაში გადავიდა, სადაც კვიპროსულ-ბერძნულ რესტორანში დაიწყო მუშაობა. რესტორნის მფლობელს, ნიკოლა აპოსტოლიდის უთხრა, რომ მხოლოდ საკუთარი რეალური სახელი და დაბადების ადგილი იცოდა.

აპოსტოლიდისი კვიპროსს ეწვია და გაზეთს ამ ამბის შესახებ შეატყობინა. გასულ სექტემბერს დედა-შვილი ერთმანეთს პირველად დაელაპარაკა, მოგვიანებით კი მათ ერთმანეთი ნახეს… 48 წლის შემდეგ…

onalem

ტესტ