fbpx
საზოგადოება

“ჩემს ქმარს სხეულის 90% გათიშული აქვს” – კონსტანტინოს აგელიდისის მეუღლე 3 მილიონ ევროს ითხოვს

ბერძენ ჟურნალისტს, კონსტანტინოს აგელიდისს მოტოციკლით ავარია 2 წლის წინ შეემთხვა. მას შემდეგ ის მძიმე მდგომარეობაშია და როგორც მისი მეუღლე აცხადებს, სხეულის 90% გათიშული აქვს.

ethnos.gr-ის მიხედვით, ოჯახმა სასამართლოში იჩივლა და ავტობუსის მძღოლისა და კომპანიისგან 3 მილიონ ევრომდე ითხოვენ, რათა ჟურნალისტის მკურნალობა დაფინანსდეს.

როგორც ცნობილია, აგელიდისს ავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლიდან გადავარდა და სერიოზულად დაშავდა. მისი მკურნალობა 2,776,000 ევრო ჯდება.

როგორც ავტობუსის მძღოლის ადვოკატი აცხადებს, აგელიდისი შლემს არ ატარებდა, რის გამოც, ითვლება, რომ დაზიანებები, რომელიც მან მიიღო, გარკვეულწილად მისი “დამსახურებაც” არის. სწორედ ამიტომ კომპენსაციის რაოდენობას გადამეტებულად მიიჩნევს.

ინციდენტი შობის ღამეს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი სახლში ბრუნდებოდა.

onalem

ტესტ