fbpx
საზოგადოება

ქალი, რომელიც პატისიონზე ავარიაში მოჰყვა, საავადმყოფოდან საუბრობს – მას არაფერი ახსოვს

ქალს, რომელიც “ევანგელისმოს” საავადმყოფოში წევს, გუშინ პატისიონზე მომხდარი ავარიის შესახებ არაფერი ახსოვს. როგორც ვიდეოდან ჩანს, ის საკმაოდ მძიმედ არის დაშავებული. 53 წლის ქალი საბერძნეთში რამდენიმე დღით იმყოფებოდა, რადგან მუდმივად ლონდონში ცხოვრობს და იქ სწორედ გუშინ საღამოს უნდა გაფრენილიყო.

როცა გონს მოვიდა, ვერ ხვდებოდა, თუ რატომ და როგორ მოხვდა საავადმყოფოში, ამის გამო ექიმებმა აუხსნეს, რომ საშინელ ავარიაში მოჰყვა. მას პალატაში დარჩენა 1 თვის მანძილზე მოუწევს, მოტეხილობების გამო.

მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ვიდრე მეორე ქალის, რომელიც მასთან ერთად დაშავდა.

იხილეთ ტატიანა სტეფანიდუს გადაცემის რეპორტაჟი:

onalem

ტესტ