fbpx
საზოგადოება

14 წლის გოგონას იდუმალებით მოცული სიკვდილი სანტორინზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტრაგედია სანტორინზე მოხდა… ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, რა მიზეზით გარდაიცვალა 14 წლის მოზარდი, რომელიც წვეულებაზე იყო წასული.

არსებული ინფორმაციით, გოგონა სანტორინის ერთ-ერთ ცნობილ სოფელში, ებორიოში გამართულ წვეულებაზე წავიდა, იქ მისვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში რატომღაც იქ მყოფები დატოვა და გარეთ გავიდა, შემდეგ კი საავადმყოფოში აღმოჩნდა. ხალხი, რომელმაც ის საავადმყოფოში მიიყვანა აცხადებს, რომ მოზარდმა გონება დაკარგა და სწორედ ამიტომ წაიყვანეს იქ.

ექიმებმა ვერაფრის გაკეთება შეძლეს, რადგან გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, მიზეზი კი დაუდგენელია.

სანტორინის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გამოძიება სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად უკვე დაიწყო და აუცილებლად ბოლომდე მივა.

კუნძულის მოსახლეობა ამ ამბით შეძრულია.

onalem

ტესტ