fbpx
საზოგადოება

“შეყვარებულს, რომელიც ქიმიკატების კომპანიაში მუშაობდა, 5 დღით ადრე დაშორდა” – ახალი დეტალები მჟავით თავდასხმის საქმეზე

აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით კალითეაში მჟავით თავდასხმის საქმეზე ახალი დეტალების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, იოანა პაპასპირუ შეყვარებულს თავდასხმამდე 5 დღით ადრე დაშორდა, და მამაკაცი მუშაობდა ქიმიკატების კომპანიაში.
34 წლის იოანას ადვოკატი ამბობს, რომ როდესაც კომპანიას დაუკავშირდნენ, იმეილის საშუალებით მიიღეს პასუხი, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ამჟამად იქ აღარ მუშაობს. მისივე თქმით, ამ ფაქტზე დაყრდნობით არ შეიძლება გადაწყეტით ითქვას, რომ დანაშაულთან მის ყოფილ პარტნიორს რაიმე კავშირი აქვს.

პარალელურად, პოლიცია ტაქსის მძღოლის საშუალებით ცდილობს საქმის დეტალურ გამოძიებას. თავდამსხმელმა ქალმა რადიო ტაქსიში დარეკა მას შემდეგ, რაც იოანას მჟავა შეასხა და მისი ხმა ჩაწერილია.როგორც მძღოლი ამბობს, ქალი ატარებდა მუქ ტანსაცმელს, ქუდს, პირბადეს, ხელთათმანებს. |

ამასთანავე, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის იოანაზე თავდასხმას წინა დღეს გეგმავდა, თუმცა, არ გამოუვიდა, ვინაიდან პოტენციური მსხვერპლი სამსახურში გაცილებით ადრე მივიდა, ვიდრე მოელოდა. სწორედ ამიტომ, სასტიკი თავდასხმა მეორე დღისთვის გადადო.

კამერებზე ისიც ჩანს, რომ ქალს უკავია იგივე ლურჯი ბოთლი, რომელიც ეკავა დანაშაულის ჩადენის დროს, ანუ რაშიც მჟავა იყო მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, მან თავდასხმის “რეპეტიცია” მინიმუმ ორჯერ გაიარა.

 

onalem

ტესტ