fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთში შემოვა 6.000-დან 10.000-მდე ინფიცირებული, უსიმპტომო ტურისტი”- ბერძენი პროფესორის პროგნოზები

ტელეკომპანია ΣΚΑΪ-ზე ჟენევის უნივერსიტეტის გენეტიკური სკოლის პროფესორმა, მანოლის დერმიძაკისმა ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთში ტურისტების შემოსვლა პირდაპირ ნიშნავს, რომ ვირუსის კიდევ ერთხელ გავრცელება გარდაუვალია.

კერძოდ, დერმიძაკისი აცხადებს, რომ პირველი 29 ქვეყნიდან, რომელთანაც საბერძნეთი საზღვრებს ხსნის, შემოვლენ ტურისტები, რომლებიც იქნებიან ინფიცირებულები, მაგრამ არ ექნებათ სიმპტომები.

“როდესაც მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში შემოვიდეს 6 მილიონიდან 10 მილიონამდე ტურისტი, ჩვენ აუცილებლად გვექნება ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გავუმკლავდეთ მათ. 

ძალიან უხეშად რომ ვივარაუდო, ქვეყანაში შემოვა 6.000-დან 10.000-მდე ასიმპტომატური ტურისტი, საიდანაც 600-700 უკვე ისე დაავადდება, რომ სიმპტომები აშკარა იქნება.

ყველაფრისდა მიუხედვად, მჯერა, რომ საზოგადოება სწორად არის ინფორმირებული და ბევრად კარგად არის მომზადებული, ვიდრე თავდაპირველად. ამიტომ ჩვენი ქმედებები, რომელშიც მოიაზრება ჰიგიენის ნორმებისა და დისტანციის დაცვა, იქნება იარაღი ამ ყველაფერთან საბრძოლველად,” განაცხადა დერმიძაკისმა.

onalem

ტესტ