fbpx
საზოგადოება

შვილი გააჩინა და ხელში აყვანაც ვერ მოასწრო – 27 წლის დორა, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა

ოჯახს მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, არ მოხდა. 27 წლის დორა, ილიასიდან, 18 მაისის შემდეგ კომაში იმყოფებოდა და საბოლოოდ, სიკვდილთან ბრძოლაში დამარცხდა.

ინციდენტი იდუმალებით არის მოცული, რადგან სრულიად ჯანმრთელმა ახალაგზრდა ქალმა, რომლის ორსულობამაც უპრობლემოდ გაიარა და 7 თვემდე მუშაობდა კიდეც, ბავშვი გააჩინა და მალევე კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ექიმებს არ აქვთ პასუხი, თუ რატომ მოხდა ეს. გოგონას ჯანმრთელობის ისტორიაში კი არ ფიქსირდება რაიმე ისეთი დაავადება, რის ფონზეც, შესაძლებელი იქნებოდა სიცოცხლე ადრეულ ასაკში დაესრულებინა.

დორამ ვერ მოასწრო საკუთარი ახალშობილის ხელში აყვანა, ოჯახს კი უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

დორა მეუღლესთან ერთად

onalem

ტესტ