fbpx
კრიმინალი

9 ძარცვა და 42.000 ევროს “ნადავლი” – საბერძნეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მისი კონკრეტული ეროვნება უცნობია, თუმცა, ბრალდებულია მრავალჯერად ძარცვაში, რომლებიც 1 წლის მანძილზე ჩაიდინა.

პოლიციის ცნობით, მან გაძარცვა 9 სახლი 2019 წლის 26 აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილის პერიოდში და ჰქონდა 10-ს გაძარცვის მცდელობაც, რომელიც კრახით დასრულდა.

მან ამ სახლებიდან მოიპარა სამკაულები, ტექნიკა, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები. საერთო ჯამში ყველაფრის ღირებულება 42.000 ევროს უდრის.

ამ დროისთვის დაკავებული ირაკლიოს პოლიციის განყოფილებაშია მოთავსებული და პოლიცია იძიებს აქვს თუ არა კავშირი მას სხვა დანაშაულებთანაც.

 

onalem

ტესტ