fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 14 წლის გოგონამ საკუთარ 53 წლის მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა აღიარა

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ როდოსზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება 53 წლის მასწავლებელსა და მის 14 წლის მოსწავლეს, რომელთა შორისაც ინტიმური ურთიერთობა იყო.

ყველაფერი მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მასწავლებელი 14 წლის გოგონას სახლთან ელოდებოდა და როდესაც მოზარდი იქ მამასთან ერთად გამოჩნდა, მას ჩხუბი დაუწყო, რომ გარეთ გვიანობამდე იმყოფებოდა და მის ზარებს არ პასუხობდა. გოგონა და მისი ოჯახი ალბანეთიდან არიან. როდესაც მამა დაინტერესდა, თუ რატომ ეჩხუბებოდა 53 წლის მამაკაცი მის ჯერ კიდევ თინეიჯერ გოგონას, სიტუაცია გამძაფრდა და ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

საბოლოოდ ისინი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდნენ, სადაც 14 წლის ალბანელმა გოგონამ აღიარა, რომ მასწავლებელთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, არ აპირებდა მის წინააღმდეგ რაიმე სახის საჩივრის შეტანას.

პოლიციამ 53 წლის მამაკაცის ქმედებებთან დაკავშირებით საქმე მაინც აღძრა.

 

onalem

ტესტ