fbpx
კრიმინალი

“პოლიცია დაიბნა, ექსპერტები ვერ ადგენენ, ეს რა არის” – რა იპოვეს 45 წლის ბერძენი ქალის სახლში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ლარისაში 45 წლის ქალი დააპატიმრა, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა.

კერძოდ, ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 45 წლის ბერძენი ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაში იყო ჩართული და შესაბამისად, დაიწყო საქმის გამოძიება და აიღეს ჩხრეკის ორდერი.

როდესაც ისინი ქალის სახლში შევიდნენ, პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ, რადგან მას ნარკოტიკების მთელი კოლექცია ჰქონდა და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ყველაზე მაღალკვალიფიციური ექსპერტებიც კი, ამ დრომდე ვერ ადგენენ ზოგიერთი ნარკოტიკის დასახელებას.

აღმოჩენილია კანაბისი, ჰეროინი, სხვადასხვა აბები და დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებები.

ის პაკეტები, რომელთა სახეობაც ვერ დაადგინეს, რამდენიმე ლაბორატორიულ ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

45 წლის ბერძენი ქალი ლარისას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მკაცრი სასჯელი ელის.

onalem

ტესტ