fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის ვარსკვლავი 2019 რაფაელა პლასტირა გახდა, მის საბერძნეთი კი ერიკა კოლანი

გუშინ მის საბერძნეთი 2019 ჩატარდა, რომლის ტიტულის მფლობელიც 23 წლის ერიკა კოლანი გახდა, ათენიდან. სილამაზის კონკურსი Alhambra-ის განახლებულ თეატრში ჩატარდა, რომელიც ვასია პანაგოპულოს და დიმიტრის აგელოპულოს ორგანიზებით მოეწყო, ხოლო საღამო მარია კორინთუს მიჰყავდა.

რაც შეეხება საბერძნეთის ვარსკლავს, გამარჯვებული 20 წლის რაფაელა პლასტირა გახდა, ტრიკალადან. გოგონა მუშაობს მოდელად საბერძნეთსა და ნიდერლანდებში. საუბრობს ინგლისურ, ჰოლანდიურ და გერმანულ ენებზე. კითხვაზე, თუ ვინ არის მისი ცხოვრების სამაგალითო ადამიანი, უპასუხა, რომ ეს ადამიანი დედაა, რომელმაც სათანადოდ აღზარდა და ყველა მიღწევა მისი დამსახურებაა.

onalem

ტესტ