fbpx
კრიმინალი

ორმაგი მკვლელობა საბერძნეთში: დედა-შვილი პარკინგის ადგილის გამო მოკლა

დაუჯერებელი ინციდენტი კავალაში მოხდა. გასულ ღამით ბერძენმა მამაკაცმა დედა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მიზეზი კი, მხოლოდ და მხოლოდ პარკინგის ადგილის პრობლემა იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი ღამით ნაგვის გადასაყრელად გავიდა, რა დროსაც 50 წლის მეზობელთან შეკამათება მოუვიდა, ხოლო შემდეგ თავის 40 წლის ვაჟთან ერთად მის სახლში მივიდა, რათა ახსნა-განმარტებები მოეთხოვა, თუ რატომ აყენებდა ის სატვირთო მანქანას იმ ადგილას, სადაც წესით “მათი” ადგილი იყო.

შეკამათების შემდეგ 50 წლის ბერძენმა ქალი და მისი 40 წლის შვილი ორი გასროლით მოკლა. როგორც ჩანს, მათ შორის, მანქანის გასაჩერებელი ადგილის გამო, უთანხმოება დიდი ხნის მანძილზე არსებობდა და საბოლოოდ ასე დასრულდა.

50 წლის მამაკაცი დაპატიმრებულია და პირველადი ინფორმაციით, ის ნესტოსის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეა.

 

onalem

ტესტ