fbpx
საბერძნეთი

ქალი 1991 წელს გარდაცვლილი ბავშვის სახელითა და გვარით და ბერძნული პასპორტით რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა

საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ ქალი, რომელიც პაგრატზე ცხოვრობდა, სარგებლობდა სახელით: მარია ცალა, რეალურად ირინა ალექსანდროვნა აღმოჩნდა, რუსეთის ჯაშუში. მარია ცალა ბერძენი ბავშვის სახელია, რომელიც 1991 წელს დაიბადა და მაშინვე გარდაიცვალა, რუსი ქალი კი, სწორედ მისი სახელითა და გვარით სარგებლობდა.

ის თავს 5 წლის მანძილზე თავს ბერძენ ფოტოგრაფად ასაღებდა და ვინაიდან ნამდვილად დახელოვნებული იყო ამ საქმეში, დიდი ალბათობით, ფოტოგრაფის საფარქვეშ ასრულებდა რუსული სპეცსამსახურების ბრძანებებს.

სანდო წყაროების მიხედვით, რუსული დაზვერვის მიზანია ნატოს სადაზვერვო ქსელის რღვევა და ამერიკელებისა და მათი ევროპელი მოკავშირეების მოქმედებების გაშიფვრა.

“მარია ცალას” პაგრატზე მაღაზიაც კი ჰქონდა, საბერძნეთში მოქალაქეობა ფაქტობრივად ისე მიიღო, როგორც პონტოელმა ბერძენმა. ეს კონკრეტული ქალი ეკუთვნოდა აგენტთა სპეციალურ კატეგორიას “illegal”, რომელსაც ამზადებენ რუსული სპეცსამსახურები და დასავლურ ქვეყნებში აგზავნიან. როგორც ცნობილია, თითოეული ასეთი ჯაშუშის მომზადება რუსეთს შეიძლება 5 მილიონი ევროც კი დაუჯდეს.

ირინა ალექსანდროვნა ბერძნული დაზვერვის სამსახურმა მას შემდეგ გაშიფრა, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ის წარსულში სლოვენიაში იყო დაკავებული, შემდეგ კი, გამოძიება უფრო ღრმად ჩავიდა და აღმოაჩინეს, რომ მარია ცალა რეალურად უკვე გარდაცვლილი ადამიანის სახელი და გვარი იყო და მის მონაცემებს იყენებდა.

onalem

ტესტ