fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მუნიციპალიტეტი, რომელიც ყოველი ბავშვის გაჩენისთვის მშობლებს 3.000 ევროს გადაუხდის

საბერძნეთში შობადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბოლო წლებში ეს ტენდენცია საკმაოდ დიდ რეგრესს განიცდის. სწორედ დაბალი შობადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდა აგრაფას მუნიციპალიტეტი, რომლის მერი, ალექსის კარდაბიკისი აცხადებს, რომ 2024 წლიდან ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე მშობლებს 3.000 ევრო გადაეცემათ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუნიციპალიტეტში თანხა, რომელთაც მშობლები ბავშვის გაჩენის შემდეგ იღებენ, 1.500 ევროს შეადგენს, შესაბამისად, ახალი წლიდან ეს თანხა ორმაგდება. რამდენ ბავშვსაც გააჩენს წყვილი, იმდენჯერ შეძლებს, რომ 3.000 ევრო აიღოს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სხვა კრიტერიუმებიც.

აგრაფას მერი იმასაც აცხადებს, რომ წყვილებს, რომლებიც ოჯახის შექმნას და შვილების გაჩენას აპირებენ, შეუძლიათ რომ იქ გადავიდნენ საცხოვრებლად, ასეთ შემთხვევაშიც შეძლებენ თანხის აღებას.

მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ აგრაფას მუნიციპალიტეტი აფინანსებს იმ ოჯახებსაც, რომელთაც სურთ, რომ ხელოვნური განაყოფიერებით სცადონ ბავშვების გაჩენა

 

onalem

ტესტ