fbpx
საბერძნეთი

აკროპოლს ხელს უშლის, ამიტომ სასტუმროს ორ სართულს დაანგრევენ – არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილება

ცენტრალური არქეოლოგიური საბჭოს ტელეკონფერენციაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, გადაწყდა, რომ აკროპოლის ქვეშ მდებარე სასტუმროს ბოლო ორი სართული დაინგრეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ფაქტს, რომ სასტუმროს ბოლო ორი სართული ხელს უშლის აკროპოლს და მალავს მას.

როგორც კულტურის მინისტრმა, ლინა მენდონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე განაცხადა, ეს იყო ურთულესი საკითხი, რადგანაც სასტუმრო უკვე არსებობს და შესაძლებელია, ეს ბიზნესმენის ლეგალური უფლებით იყო აშენებული, მაგრამ პარალელურად დაცული უნდა ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობა, ამ შემთხვევაში კი შეურაცხყოფილია ბერძნული საგანძური.

ლინა მენდონის თქმით, სასტუმროს თემა ჯერ კიდევ 2012 წელს წამოიჭრა და მთელი ამ ხნის მანძილზე მიმდინარეობდა განხილვა, იყო თუ არა ხელისშემშლელი აკროპოლის ხედისთვის, ამასობაში კი მშენებლობა დასრულდა კიდეც. ცხადია, ამ დროის მანძილზე არსებობდა სხვადასხვა მოლაპარაკებები და ბრძოლა ბიზნესმენსა და კულტურის სამინისტროს შორის. თუმცა, ახლა უკვე გადაწყდა, რომ მისი ორი სართული აფუჭებს კულტურული მემკვიდრეობის ხედს და ეფარება მას, რის გამოც, აუცილებლად მოხდება მათი დემონტაჟი.

 

onalem

ტესტ