fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“დიდი ფული იყო და მაშინვე ვიფიქრე, რომ პატრონს ის, ალბათ, ძალიან სჭირდებოდა” – დამლაგებელი, რომელმაც 19.000 ევრო იპოვა და დააბრუნა

ქალბატონი ევაგელია დღევანდელი დღის გმირია. მან მონასტირაკზე დიდი რაოდენობის თანხით სავსე ჩანთა იპოვა და არც კი უფიქრია, ისე გადასცა პოლიციას, რომ პატრონი ეპოვათ.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ამაყობს საკუთარი ქმედებით და ამბობს, რომ რამდენიც უნდა ყოფილიყო თანხა, იგივეს გააკეთებდა:

“რამდენჯერაც უნდა მეპოვა თანხა, რა რაოდენობისაც უნდა ყოფილიყო, ისევ იგივეს გავაკეთებდი. ახლა თანხა ძალიან დიდი იყო და მაშინვე ვიფიქრე, რომ პატრონს ის, ალბათ, ძალიან სჭირდებოდა.”

ათენის მერმა ქალბატონს უკვე გადაუხადა მადლობა გამოჩენილი პატიოსნებისთვის, მითუმეტეს, ისეთ რთულ პერიოდში, რომელშიც ახლა არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება.

onalem

ტესტ