fbpx
საზოგადოება

ტრაგედია თესალონიკში: 15 წლის ბიჭი თავისმა საუკეთესო მეგობარმა შემთხვევით მოკლა

წითელ პარასკევს თესალონიკში ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილია 15 წლის ბიჭი, რომელიც საუკეთესო მეგობარმა და თანატოლმა შემთხვევით დაჭრა.

ირკვევა, რომ ინციდენტი ერთ-ერთი მათგანის სახლში მოხდა. ბიჭი მეგობარს მამის იარაღებს აჩვენებდა (საუბარია სანადირო თოფებზე), რა დროსაც შემთხვევით გაისროლა და ტყვია თავის არეში მოარტყა.

ადგილზე სწრაფად გაჩნდა როგორც პოლიცია, ასევე სამედიცინო ბრიგადა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმები საათნახევრის მანძილზე ცდილობდნენ მოზარდის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ, ბიჭი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია როგორც დაღუპულის საუკეთესო მეგობარი, ასევე მისი მამა, რომელსაც იარაღები ეკუთვნის.

მეზობლების განმარტებით, ბიჭები სულ ერთად იყვნენ და ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთის სახლებში, ვინაიდან ახლოსაც ცხოვრობდნენ.

 

onalem

ტესტ