fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა სააღდგომო სუფრაზე ერთმანეთი სასტიკად სცემეს და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე ორი ოჯახი აღდგომის სუფრასთან დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა, მაგრამ საბოლოოდ ორი მამაკაცი, ძმები, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის დიდი რაოდენობა მიიღეს, ძმებს შორის დაპირისპირება წარმოიშვა და ერთმანეთი სასტიკად სცემეს. დაშავდა ერთ-ერთის შვილიც.

სამივე მათგანს ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ორივე ძმა პოლიციამ დააკავა.

onalem

ტესტ