fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში სულ მალე AL Gov.gr ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეების ნებისმიერ კითხვას მოკლე ხანში უპასუხებს

საბერძნეთის ციფრული მმართველობის მინისტრიმა, დიმიტრის პაპასტერგიუმ ახალი პლატფორმის, AL Gov.gr-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმსაწვდომი.

“დაახლოებით 20 დღეში უკვე წარმოგიდგენთ ახალ პლატფორმას, ანუ განახლებულ Gov.gr-ს, რომელიც ყველაფერს უფრო მარტივს გახდის. იქ სადაც მოქალაქეებს უჭირთ მოძებნონ ის, რაც იმ მომენტისთვის სჭირდებათ, AL Gov.gr, ციფრული ენის საშუალებით, უცებ უპასუხებს მათ კითხვებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის უფრო სწრაფი, თავსებადი, ეფექტური საშუალება, რომ მოქალაქეებს წვდომა ჰქონდეთ მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე, რამდენიმე წამში.

ჩვენი მიზანია, რომ საბერძნეთი სულ მალე ციფრული დოკუმენტაციიდან გადავიდეს ციფრულ მონაცემებზე, შემცირდეს ბიუროკრატია მაქსიმალურ დონეზე და როდესაც ნებისმიერ საჯარო თუ კერძოდ უწყებაში წარვსდგებით, ჩვენს ტელეფონში არსებული მონაცემების მიწოდება საკმარისი იყოს ჩვენი იდენტიფიკაციისთვის. 

ციფრული მმართველობის სამინისტრო სრული დატვირთვით მუშაობს, რომ ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი გახდეს მოქალაქეებისთვის და ამას რეალურად გრძნობდნენ სხვადასხვა ოპერაციებისა თუ ტრანზაქციების განხორციელებისას,” განაცხადა პაპასტერგიუმ.

onalem

ტესტ