fbpx
საბერძნეთი

დააკავეს ბერძენი მამაკაცი, რომელსაც სახელმწიფოს ვალი 540.000 ევრო აქვს და 4 წელი თავისუფლად დადიოდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში დააკავეს ბერძენი მამაკაცი, რომელიც წლების მანძილზე სახელმწიფოს უზარმაზარი რაოდენობის გადასახადებს უმალავდა. მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული და მეტიც, გამოტანილი იყო 37 გამამტყუნებელი განაჩენი.

ცხადია, საუბარია ეკონომიკური ხასიათის სამართალდარღვევებზე, სერიულ თაღლითობაზე, ჩეკების გაუცემლობასა და სადაზღვევო თანხების გადაუხდელობაზე სახელმწიფოში.

როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ის დანაშაულს 2019-დან 2022 წლის ჩათვლით ჩადიოდა და მთელი ამ წლების მანძილზე მოახერხა 540.000 ევროს ვალის დადება. ანუ ეს არის ის თანხა, რომელიც მას სახელმწიფოში უნდა გადაეხადა, მაგრამ არ გადაიხადა. მთელი ეს პერიოდი მამაკაცი პოლიციის ბორკილებს მიღმა რჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ, თესალონიკში დააკავეს და შესაბამისი ბრალდებებით პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ