fbpx
საბერძნეთი

კარანტინი საბერძნეთის ორ ქალაქში – კვლავ 400-ზე მეტი ახალი ინფიცირებული დღეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ორ ქალაქიში, კოზანსა და იოანინაში მინი-კარანტინი გამოცხადდა.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საჭიროდ ჩათვალა საგანგებო მდგომარეობის დაწესება.

ცხადია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. მინი-კარანტინი მოიცავს სხვადასხვა დაწესებულებების არა სრულ დახურვას, არამედ სამუშაო საათების შემცირებას და გადაადგილება რეკომენდებულია გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში.

შრომის სამინისტროში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დასაქმებულთათვის კონტრაქტების შეჩერების თაობაზეც.

აღსანიშნავია, რომ დღეს საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა და დაიღუპა 4 ადამიანი.

სამწუხაროდ, ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა 424-მდე.

კოზანსა და იოანინაში საგანგებო მდგომარეობა 12 ოქტომბრამდე გასტანს.

 

onalem

ტესტ