fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნების ოჯახს გაუგზავნეს ცნობა, სადაც წერია, რომ ვალი 3 მილიარდი ევრო აქვთ

დაუჯერებელი ისტორია, რომელიც ბერძნულ ბიუროკრატიას ნათლად წარმოაჩენს, კრეტაზე ერთ-ერთ ოჯახს შეემთხვა. როდესაც 75 წლის პენსიონერი მამაკაცის, იანის ვერგის შვილებმა მისი AΦΜ-ის საშუალებით საგადასახადო სამსახურისგან მამის ვალის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს, აღმოაჩინეს, რომ ΑΦΜ-ის ნომერი დაბლოკილი იყო, რადგან ძალიან დიდი ვალი ჰქონდა.

“ჩვენ ვიცოდით, რომ მამას ახალგაზრდობიდან ჰქონდა საგადასახადოს ვალი, დაახლოებით 8.000 ევრო და ვიფიქრეთ, რომ პრობლემა სწორედ ამან შექმნა.”

თუმცა, როდესაც მათ ვალის ზუსტი რაოდენობის გარკვევა სცადეს, მიიღეს პასუხი, რომ პენსიონერი მამის ვალი დაახლოებით 3 მილიარდი ევროა. რიცხვი გარკვევით ეწერა ანგარიშში, რომელიც შვილებს გაუგზავნეს.

ცხადია, ოჯახმა შესაბამისი ზომები მიიღო და სულ მალე დადგინდა, რომ ეს თავად საგადასახადო სამსახურის მიერ დაშვებული დიდი შეცდომა იყო, რადგან ფიზიკურად ასეთი რამ შეუძლებელი იყო.

როგორც იანის ვერგის შვილი აცხადებს, ის ათენში ჩამოვა და სამართალს სასამართლოს გზით იპოვის. მამაკაცი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

onalem

ტესტ