fbpx
საზოგადოება

“ბავშვი დაბადებამდე ორი დღით ადრე, მუცელში დაეღუპა, ის მართალს ამბობს” – პოლიცია სანაგვეზე ნაპოვნი ჩვილის შესახებ

ნაგვის ყუთში გუშინ ნაპოვნ ახალშობილთან დაკავშირებით პოლიცია გამოძების შედეგებს აქვეყნებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი 33 წლის დედის ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდა. ბავშვი მას ჯერ კიდევ მუცელში, ორსულობის 34-ე კვირაში (8 თვენახევარი) დაეღუპა… ორი დღით ადრე, ვიდრე ის ამ ქვეყანას მოევლინებოდა.

კორონერების თქმით, ქალმა მაშინ იმშობიარა , როდესაც ორსულობის ციკლი ჯერ დასრულებული არ იყო და ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა. ჩვილს არ აღენიშნება არანაირი დაზიანება, რომელსაც მას დედა მიაყენებდა სანაგვეში ჩაგდების დროს. მას ფიზიკური ტრამვები არ აქვს.

თავდაპირველად ქალი აბობდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და შემდეგ იმის გამო, რომ ქორწინებაში არ არის, საზოგადოების აზრის შეეშინდა და ამიტომ გადააგდო… ახლა კი, ამტკიცებს, რომ ის ამ ბავშვის დედა არ არის და არანაირი კავშირი არ აქვს ტრაგედიასთან. პოლიციის ინფორმაციით მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ამასთანავე, არ არსებობს ეჭვი, რომ ჩვილი მისია, რადგან მისი საავადმყოფში სისხლდენის პრობლემით მისვლისა და ბავშვის პოვნის დრო ერთმანეთს ემთხვევა. ოფიცრები დნმ-ის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, რათა 100%-იანი მტკიცებულება ჰქონდეთ.

არსებული ვარაუდით აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, მაგრამ არა მკვლელობის მუხლით.

onalem

ტესტ