fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი ქართველი გერმანულ Voice-ში – 10 წლის ელენემ ოთხივე სკამი შემოაბრუნა

კიდევ ერთმა ქართველმა გოგონამ დაიპყრო გერმანული პროექტის The Voice Kids-ის ჟიური და აუდიტორია.

ათი წლის ქართველმა შემსრულებელმა ელენემ (Elene) ფურორი მოახდინა პოპულარული ვოკალური ტელეკონკურსის The Voice Kids მეშვიდე სეზონზე გერმანიაში.

ე.წ. ბრმა მოსმენებზე გოგონამ ამერიკელი სოულ-შემსრულებლის, პიანისტისა და კომპოზიტორის სტივ უანდერის რეპერტუარიდან სიმღერა Don’t You Worry ‘Bout A Thing შეასრულა.

ელენეს ძლიერმა, ვირტუოზულმა და თავდაჯერებულმა შესრულებამ იმდენად მოხიბლა ჟიურის წევრები, რომ გოგონასკენ ოთხივე შებრუნდა. ელენე, რომელიც ასეთ წარმატებას არ მოელოდა, ატირდა. ჟიურის წევრები მას შემოეხვივნენ, გაამხნევეს და კომპლიმენტებით აავსეს.

ელენემ მომღერალ მარკ ფორსტერის გუნდი აირჩია.

„ელენეს უყვარს სიმღერა და ცეკვა. ორი ჰიპ-ჰოპ ანსამბლის წევრია. კვირაში სამჯერ ვარჯიშობს. მისი საუკეთესო მეგობარი მისი უფროსი და მარიკაა”, – წერენ ქართველი გოგონას შესახებ The Voice Kids-ის ვებ-გვერდზე.

The Voice Kids პოპულარული პროექტის The Voice of Germany საბავშვო ვერსიაა. პირველი სეზონის პრემიერა 2013 წელს გაიმართა.

The Voice of Germany-ს გამარჯვებული 2017 წელს ქართველი ნათია თოდუა გახდა.

წყარო: www.sputnik-georgia.com

onalem

ტესტ