fbpx
საზოგადოება

სკანდალი კრეტაზე: ტურისტებმა, რომელთაც სასტუმრო არ მოეწონათ, შესაძლოა საკუთარი სახლი დაკარგონ

ბრიტანელმა წყვილმა კრეტაზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების შემდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი ამბობენ, რომ სასტუმროში არსებული პირობები, კონკრეტულად საჭმელი და სასმელი მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდა. ისინი 10,000 ფუნტს ითხოვენ.

სარჩელის საპასუხოდ, სასტუმროს კვიპროსელმა მფლობელებმა ასევე შეიტანეს საჩივარი, განცხადებით, რომ ტურისტები ტყუიან და ისინი სასტუმროს რეპუტაციას საფრთხეს უქმნიან. მათი მოთხოვნილი თანხა კი 170,000 ფუნტია.

ეს კი ნიშნავს, რომ შონ და ქეროლაინ ბონდარენკოებმა იურიდიული ხარჯების დასაფარად შესაძლოა, საკუთარი სახლი დაკარგონ.

წყვილი სასტუმრო Caldera Palace-ში 2013 წლის სექტემბერში ისვენებდა. მათ სამი წლის შემდეგ გადაწყვიტეს სასამართლოში საჩივარი შეეტანათ. სასტუმროს მფლობელები კი ამ ყველაფერს შეთითხნილ ბრალდებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წყვილს 1 კვირიანი დასვენების მანძილზე არცერთხელ დაუწუწუნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ან რაიმე სხვა პრობლემაზე.

ადვოკატებმა, რომლებიც სასტუმროს მფლობელების ინტერესებს იცავენ, შეკრიბეს ვრცელი შეტყობინებათა სია სოციალური ქსელიდან, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ წყვილი კრეტაზე არაჩვეულებრივ დროს ატარებდა და ისინი ძალიან ხშირად უკვეთავდნენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს.

onalem

ტესტ