fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: ბოლო 24 საათში დაკავებული 20 პირიდან რამდენიმე ემიგრანტია

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თესალონიკში, პოლიციის აქტიური მოქმედებების შედეგად, ბოლო 24 საათში 20 ადამიანი დააკავეს. მათგან რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა, კონკრეტულ ეროვნებას ბერძნული მედია არ წერს.

კერძოდ, დაკავებულები რამდენიმე ბრალდებით აიყვანეს. მათგან უმეტესობას ბრალად ძარცვა და ყაჩაღობა ედება, 53 წლის ემიგრანტი და მისი 20 წლის ბერძენი თანამზრახველი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებებში ფიგურირებს სიგარეტით უკანონო ვაჭრობაც.

გარდა ამისა, დაკავებულებს შორის არიან იმიგრანტები, რომელთაც ბერძნული მართლმსაჯულება ტრეფიკინგის ბრალდებით გაასამართლებს. ისინი აყალბებდნენ დოკუმენტებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ შემოჰყავდათ საბერძნეთში, შემდეგ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე კეტავდნენ და ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, მათი გათავისუფლების სანაცლოდ.

თითოეული დაკავებული შესაბამის განყოფილებაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ