fbpx
საზოგადოება

“სამუშაო ძალიან მჭირდება, მაგრამ არ მენდობიან, სახლი უნდა ვიპოვო, რომ სადმე ვიცხოვრო” – ერიკოს პეტილონი საჯაროდ პირველად საუბრობს

ელეონორა მელეტის გადაცემაში ერიკოს პეტილონმა საჯაროდ პირველად ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ცნობილი მსახიობი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, შემდეგ კი ათენის ცენტრში, სინდაღმაზე ტელეფონის ქურდობაში დაადანაშაულეს.

“ბიპოლარული აშლილობა მაქვს… მამაჩემის ეკონომიკურმა კატასტროფამ მეც გამანადგურა ფსიქოლოგიურად და სომატურად. მედია წერდა, რომ ფსიქიატრიულში ვიყავი მოთავსებული. როდესაც მედიკამენტური მკურნალობა არ გაქვთ, ან იძირებით ან კარგავთ კონტროლს.

ჩემი შვილის დედა ჩემი ცხოვრების ქალი იყო. ურსულასთან ორწლიანი ურთიერთობა მქონდა, შემდეგ კი მოკლევადიანი რომანი სტეფანისთან. ნარკოტიკზე დამოკიდებულებამ ჩემი ქალებთან ურთიერთობები გაანადგურა.

რაც შეეხება ტელეფონის ქურდობას, ის მე არ მომიპარავს. მან მოიპარა, ვინც ჩემთან ერთად იყო,” ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

“ძალიან მჭირდება, რომ ვიმუშაო, მაგრამ რთულად მენდობიან. სახლი უნდა ვიპოვო, რომ სადმე ვიცხოვრო, რადგან ახლა სხვასთან ვარ შეფარებული.”

onalem

ტესტ