fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი კორონავირუსით განზრახ დაინფიცირდა, რომ დაავადების სერთიფიკატი აეღო

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, თესალონიკში მოხდა. საუბარია მამაკაცზე, რომელიც კოვიდით განზრახ დაინფიცირდა, რათა ვაქცინის გაკეთება არ დასჭირვებოდა და დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატი აეღო. სამწუხაროდ, ყოველივე ეს ტრაგედიით დასრულდა.

არსებული ცნობებით, ის პირბადეს არ ატარებდა და არ იცავდა უსაფრთხოების არანაირ ზომას, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ვირუსით დაავადებულიყო და ასეც მოხდა. მამაკაცმა შემდეგ საკუთარ მოხუც დედასაც გადასდო, რომელიც მხოლოდ ერთი დოზით იყო აცრილი, მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და გარდაიცვალა.

მის ვაჟს სჯეროდა, რომ კორონავირუსი უბრალო გრიპი იყო და არ იწვევდა ფატალურ შედეგს, ამიტომ ჰქონდა სურვილი, რომ დაინფიცირებულიყო და ვინაიდან გადაიტანდა, ცნობასაც აიღებდა და აცრა აღარ დასჭირდებოდა, გარკვეული ვადით მაინც. მისი გეგმა საკუთარ თავთან მიმართებაში, “სწორად” წარიმართა, მაგრამ დედა დაკარგა.

 

onalem

ტესტ