fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ევროკავშირს კორონავირუსზე ვაქცინაციის სერტიფიკატის შემოღებას სთავაზობს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ევროკავშირს სთავაზობს შემოიღონ კორონავირუსზე ვაქცინაციის სერტიფიკაცი.

რას გულისხმობს?!

მიცოტაკის ინიციატივით, ვაქცინაციის სერტიფიკატის იდეა მიზნად ისახავს იმ ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, ვისაც ვაქცინა გაკეთებული ექნება. მიცოტაკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაციის გეგმა უნდა აეწყოს ისე, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის იყოს მისაღები.

“თავისუფალი გადაადგილების სწრაფად აღდგენა – ეს არის ყველა ჩვენგანის უმთავრესი, ფუნდამენტური პრიორიტეტი. არ ვაპირებთ, რომ ვაქცინაცია იყოს მოგზაურობისთვის აუცილებელი პირობა, მაგრამ ვაქცინირებულ ადამიანებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწობს მოქალაქეებს შეიცვალონ აზრი და წაახალისებს მათ, რომ გაიკეთონ ვაქცინა.

შეიძლება ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს, საბერძნეთში შემომავალი მგზავრებისთვის სავალდებულო PLF ფორმის განვითარების მხრივ. ისინი ხვდებიან, რომ მობილიზაცია უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე და ევროკავშირში ეს დონე კიდევ უფრო მაღლა უნდა აიწიოს,” წერს მიცოტაკი წერილში.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერთა ტელეკონფერენცია 21 იანვარს გაიმართოს. სწორედ ეს არის თარიღი, როდესაც მიცოტაკი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ იდეას განიხილავენ.

onalem

ტესტ