fbpx
საზოგადოება

კიფისია: ხანძარი OASA-s ავტობუსში!

კიფისიის კვერში ათენში მოძრავი OASA-ს ავტობუსი კვამლში გაეხვა. ხანძარი გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩნდა. მძღოლმა დაუყოვნებლივ გააჩერა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დარეკა.

საბედნიეროდ, ამ დროს ავტობუსი ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. მძღოლს მეხანძრეთა მოსვლამდე უბრალო ხალხი ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ ათენში მოძრავი ავტობუსების მდგომარეობაზე ბოლო დროს ბევრი იწერება. ერთმანეთს უამრავი შემთხვევა მოსდევს, რაც მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, რეაგირება არსაიდან ჩანს.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა: