fbpx
კრიმინალი

“ჩემმა შვილმა მითხრა, რომ თავისი ნათლია მოკლა… მე ეს ვიცოდი” – სასტიკი მკვლელობა პეტრალონაში

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 52 წლის მამაკაცის დანაწევრებულ გვამს, რომელიც საკუთარმა 21 წლის ნათლულმა მოკლა და ნაგავში გადააგდო. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ მკვლელის დედამაც იცოდა და მან პოლიციას მომხდარი დაუდასტურა. ქალი ამ დროისთვის ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც მან ჩვენებაში თქვა, სახლში იმყოფებოდა, როდესაც შვილმა სთხოვა, რომ ცოტა ხნით გასულიყო, რადგან თავის ნათლიასთან რაღაც ჰქონდა მოსაგვარებელი.

“სახლიდან წავედი და როცა დავბრუნდი მითხრა, რომ თავისი ნათლია მოკლა, მე ვიცოდი, რაც გააკეთა,” აცხადებს ქალი.

როგორც ირკვევა, დედა-შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, რის გამოც ქალი გეორგიოს გენიმატას სახელობის კლინიკაში მოათავსეს.

პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს გარდაცვლილის ცხედრის საპოვნელად, თუმცა, ამ დრომდე არანაირი კვალი არ ჩანს.

დაკავებული მოსამართლის წინაშე ორშაბათს წარსდგება.

onalem

ტესტ