fbpx
კრიმინალი

კიფსელი: კორპუსის შესასვლელთან მამაკაცის გვამი იპოვეს – მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა

დღეს დილით ათენში, კერძოდ კიფსელის უბანში მდებარე ერთ-ერთი შენობის მაცხოვრებლები მძიმე სურათის მომსწრეები გახდნენ. კორპუსის შესასვლელთან მამაკაცის გვამი იპოვეს, რომელსაც პირი აკრული ჰქონდა და ხელ-ფეხი შებოჭილი.

ANT1-ის ინფორმაციით, პოლიცია შენობის მაცხოვრებლებმა გამოიძახეს. გარდაცვლილი მათი 66 წლის მეზობელია.

პირველადი ინფორმაციით, ოფიცრები ვარაუდობენ, რომ ეს ძარცვა იყო და მამაკაცი სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა, თუმცა, დაგეგმილია ექსპერტიზა რათა ზუსტი მიზეზები გამოვლინდეს.

როგორც ირკვევა, მამაკაცს დაზიანებები თავის არეშიც აქვს მიყენებული.

onalem

ტესტ