fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენის ცენტრი: 34 წლის ერაყელი მამაკაცი ხალხს ხმლით აშინებდა

ათენის ცენტრში 34 წლის ერაყელი მამაკაცის გამოჩენამ საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. პოლიციის ინფორმაციით, მას ხმალი ჰქონდა მომარჯვებული და ხალხში იქნევდა.

“The News”-ის განცხადებით მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც აღმოჩნდა, ის ახლახანს გაათავსუფლეს პატიმრობიდან, რომელშიც ნარკოტიკების შესახვისა და ქურობისთვის იმყოფებოდა.

კერძოდ, 34 წლის ერაყელი მამაკაცი ათენის ცენტრში, არქეოლოგიური მუზეუმის მეზობლად დიდი ზომის მახვილით დადიოდა. მუზეუმის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს. მათი თქმით, ის ხალხზე თავდასხმას აპირებდა.

პოლიცია მამაკაცის ქმედების მოტივების დადგენას ცდილობს. ერთ-ერთი ვარაუდით, ამ ყველაფერს რელიგიური ფონი აქვს.

onalem

ტესტ