fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დღეს პოლიციის კონტროლი 20%-30%-ით გაიზარდა

შაბათ-კვირასთან შედარებით დღეს, ორშაბათს, პოლიციის კონტროლი გაძლიერებულია და დაახლოებით 20%-30%-ით არის გაზრდილი. ოფიცრები ამოწმებენ, რამდენად იცავს მოსახლეობა მიღებულ ზომებს, რადგან როგორც ვასილის კიკილიასმა აღნიშნა: “ზომების დაცვაზეა დამოკიდებული, გამოვალთ თუ არა კარანტინიდან.”

პოლიცია დგას როგორც ცენტრალურ, ასევე არაცენტრალურ უბნებში და გამვლელ მანქანებს აჩერებენ. ამასთანავე, კონტროლი ხორციელდება საჯარო ტრანსპორტში.

ჯარიმების უმეტესობა ორი დღის მანძილზე გამოწერილია SMS არ ქონის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის აღარ დაფიქსირებულა ჯარიმის გამოწერის ფაქტი პირბადის არქონის გამო. ჩანს, რომ საზოგადოება ამ ზომას მკაცრად იცავს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში.

 

onalem

ტესტ