fbpx
კრიმინალი

ათენი: 15 წლის გოგო და მისი 17 წლის შეყვარებული დამლაგებელი ქალის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან

ათენში 50 წლის ქალის მკვლელობის ამბავმა შეძრა ბერძნული საზოგადოება. ქალი, რომელიც საკუთარი 15 წლის შვილის გასაზრდელად პარალელურად რამდენიმე სახლში დამლაგებლად მუშაობდა, საძინებელ ოთახში ხელფეხშეკრული, საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. ის განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული და ირკვევა, რომ ამ ყველაფერში მთავარი ეჭვმიტანილები არიან მისი ქალიშვილი და გოგონას 17 წლის შეყვარებული.

პოლიციის ინფორმაციით, ბიჭი რუმინელია და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო მუდმივად ჰქონდა კამათი 15 წლის გოგოს დედასთან. ის მათ მეზობლად ცხოვრობდა.

ორივე მოზარდი სერესში იპოვეს და ვარაუდობენ, რომ საბერძნეთის სატოვებას გეგმავდნენ. პოლიციამ მათი ვინაობა მაშინ დაადგინა, როდესაც კორონავირუსზე ტესტი უნდა გაევლოთ.

ქალს მეუღლე სიმსივნის დიაგნოზით გასულ წელს გარდაეცვალა და მას შემდეგ მარტო ცდლობდა შვილის გაზრდას.

საქმეს ცნობილი ადვოკატი და ახლა უკვე ელეონორა ზუგანელის მეუღლე, სპიროს დიმიტრიუ უდგას სათავეში.

onalem

ტესტ