fbpx
კრიმინალი

მაფიოზური დაგჯუფება – სერიული ქურდობები საავადმყოფოებში

ყველაფერი გასულ კვირას, აგიოს სავას საავადმყოფოდან დაიწყო. იგივე ისტორია განმეორდა ვოლოსში, ლამიასა და ლარისაში. 4 ქურდობა ერთ კვირაში.

მიზანში ამოღებულია გასტროენტეოროლოგიური კლინიკები. პერსონალითა და პაციენტებით სავსე საავადმყოფოდან ათასობით ევროს ღირებულების ტექნიკა გაქრა.

დაგჯუფების პირველი მსხვერპლი აგიოს სავას საავადმყოფო გახდა. ქურდობა ორშაბათს ღამით, 15 მაისს მოხდა. მძარცველებმა გატეხეს კარი და 400,000 ევროს ღირებულების ტექნიკა მოიპარეს. არსებობს ეჭვი, რომ დამნაშავეებს შიგნიდან ეხმარებოდნენ.

6 დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მამაკაცმა ვოლოსის საავადმყოფოდან ორი ბრონქოსკოპი მოიპარა. ორივეს ღირებულება 30,000 ევროა. საავადმყოფოს თანამშრომელმა ქურდს ფაქტზე წაასწრო, ის ფანჯრიდან გადახტა, იღლიაში კი ჩანთა ჰქონდა ამოჩრილი, რომელშიც ბრონქოსკოპები ეწყო.

კვირის ბოლოს კი, ლარისას საავადმყოფოდან მოიპარეს სამედიცინო ტექნიკა, რომელის ღირებულებაც 15, 000 ევროა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის განცხადებით აღნიშნული ტექნიკა ძველი იყო და მათი განახლება დაახლოებით 80,000 ევრო ჯდება.

ორშაბათს, გამთენიისას, პირველი ინციდენტიდან ზუსტად 1 კვირის შემდეგ, ლამიას გასტროენტეროლოგიური საავადმყოფოდან ექვსი სადიაგნოსტიკო აპარატი მოიპარეს. მათი ერთობლივი ღირებულება 100,000 ევროა.

არსებობს ვარაუდი, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ალბანეთის ან ბულგარეთის მოქალაქეები არიან, სხვა ვერსიით კი, ქურდებმა ძალიან კარგად იციან საავადმყოფოებში აპარატურის განლაგება და ასევე საუკეთესო დრო, მათი მოპარვისთვის.

onalem

ტესტ