fbpx
საბერძნეთი

გაგრძელდება თუ არა კარანტინი 3 კვირაზე მეტს და როგორ მოიხსნება ზომები?! – მიცოტაკის “მეორე დღის” გეგმა

დღეს საბერძნეთში მასშტაბური კარანტინის მეორე დღეა და მოსახლეობა უკვე იმაზე ფიქრობს, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი?! როდის მოიხსნება კარანტინი და არსებობს თუ არა შანსი, რომ 3 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

მთავრობის წარმომადგენლები ახალ მონაცემებს ყოველდღიურად ამუშავებენ, ინფექციური დაავადებების სპეციალისტებთან ერთად და ზუსტად 10 დღეში მოხდება კიდევ ერთხელ გადახედვა, თუ როგორ შეიცვლება ვითარება, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა უკავშირდება ინკუბაციის პერიოდს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომდევნო 10-15 დღეში სახეზე იქნება, იმუშავა თუ არა კარანტინმა და როგორ აისახა ეს ყველაფერი ყოველდღიურად დაფიქსირებულ რიცხვებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რიცხვები საგრძნობლად დაეცემა, ექსპერტები კატეგორიულად გამორიცხავენ ზომების ჰორიზონტალურ მოხსნას. ეს ნიშნავს, რომ ამ კარანტინიდანაც, ისევე როგორც წინა კარანტინიდან, საზოგადოება გამოვა ეტაპობრივად. თუკი კარანტინმა შედეგი არ აჩვენა და ვირუსი უფრო მეტად გადამდები გახდა, არ გამოირიცხება კარანტინის გადავადება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს და უკვე მუშაობს კარანტინის “მეორე დღის” გეგმაზე.

ირკვევა, რომ თავდაპირველად გაიხსნება სკოლები და მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში, შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია მაღაზიების გახსნა, ვინაიდან დღესასწაულები მოდის და საზოგადოების ფსიქოლოგიური განწყობა შეძლებისდაგვარად უნდა ამაღლდეს. ბოლოს გაიხსნება კაფე-ბარები, კლუბები და რესტორნები, რადგან ეს დაწესებულებები ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვირუსის გადადების თვალსაზრისით.

 

onalem

ტესტ