fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“კარანტინიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოვალთ” – საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინება.

“პირბადე კორონავირუსის წინააღმდეგ აუცილებლად დაგვჭირდება მინიმუმ გაზაფხულამდე მაინც. კარანტინიდან გამოსვლის ერთადერთი უსაფრთხო გზა არის სწორედ ექსპერტთა რეკომენდაციების და წესების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების დაცვას. 

თუკი მიღებულ ზომებს დავიცავთ, გვექნება ისრაელის მაგალითი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ათი ათასიდან სამ ციფრიან რიცხვებზე რამდენიმე კვირაში დავიდა. 

რაც შეეხება ვაქცინას, ის ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლისთვის და პირველ ეტაპზე გაუკეთდებათ მოწყვლად ჯგუფებს, ასევე სამედიცინო მუშაკებს. 

უნდა აღვნიშნო, რომ ჩეხეთმა, ჰოლანდიამ და საფრანგეთმა საკუთარი პაციენტების გერმანიაში გადაგზავნა დაიწყეს, რადგან საავადმყოფოებში ადგილები აღარ აქვთ,” განაცხადა კიკილიასმა.

 

onalem

ტესტ