fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრალური გზები დაკეტილია – სტუდენტთა და ლექტორთა საპროტესტო აქცია პროპილეაზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში ამ დროისთვის საპროტესტო აქციის გამო, გზები დაკეტილია. პროპილეაზე შეკრებილები არიან სტუდენტები, მოსწავლეები და ლექტორები და სავარაუდოდ, საბერძნეთის პარლამენტისკენ აიღებენ გეზს.

აქციის გამო საგზაო პოლიციამ მოძრაობის რეგულაციები დააწესა და პანეპისტიმიუს ქუჩაზე მოძრაობა შეჩერებულია. მსვლელობიდან გამომდინარე ეტაპობრივად დაიკეტება გზები სინდაღმის მიმართულებითაც.

მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ათენის ცენტრალურ ქუჩებზე, რაც მოიცავს ომონიიდან სიმდაღმის ფარგლებში არსებულ გზებს, საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

onalem

ტესტ