fbpx
საზოგადოება

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე, კორონავირუსისგან განიკურნა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 12 დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე, ევანგელისმოს საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც უკვე ცნობილია, სასულიერო პირს კორონავირუსი 16 ნოემბერს დაუდგინდა და ორი დღის შემდეგ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა, სოტირის ციოდრასის რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან გამოეხატა მკვეთრი სიმპტომები.

ჰოსპიტალიზაციის პერიოდში მისი მდგომარეობა სტაბილური რჩებოდა და თავდაპირველად მოთავსებული იყო ჩვეულებრივ პალატაში, თუმცა, შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, უსაფრთხოების მიზნით.

საბოლოოდ მთავარეპისკოპოსი კორონავირუსისგან განიკურნა.

 

onalem

ტესტ