fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია ანო პატისიაზე: ადამიანი მატარებლის რელსებში ჩავარდა – მისი ამოცნობა ამ დროისთვის შეუძლებელია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ანო პატისიას სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ცნობებით, ადამიანი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ ხერხდება, მატარებლის რელსებში გადასასვლელი ხიდიდან გადახტა და მისი სხეული დანაწევრებულია, სწორედ ამიტომ ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენაც კი, ქალია თუ მამაკაცი.

მოძრაობა შეფერხებულია პირეას-ატიკისა და ნეა იონია-კიფისიის ხაზებზე.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ