fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში: 23 წლიანი პატიმრობა მამაკაცს, რომელიც თავის 7 და 12 წლის გოგონებზე ძალადობდა

შემთხვევამ, რომელიც ლამიაში მოხდა, ბერძნული საზოგადოება შეძრა. დაკავებულია მამაკაცი, რომელიც საკუთარი არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურად ძალადობდა და როდესაც ბავშვებმა სახლიდან გაქცევა სცადეს, მათ მანქანით დაეჯახა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 23 წლიანი პატიმრობა შეეფარდა ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის თავდაპირველად უარყოფდა ყველა ბრალდებას, მათ შორის 12 წელს მიუღწეველ შვილთან სექსუალურ კონტაქტს. ბავშვებისთვის ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი ჯერ კიდევ 7 წლის იყო, მამაკაცი პარალელურად, ემუქრებოდა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა, თუკი რაიმეს იტყოდა. რამდენიმე ხანში მისი სამიზნე გახდა მეორე გოგონაც და ეს ყველაფერი წლები გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთი 16 წლის ასაკში იძულებული გახდა, სახლიდან გაქცეულიყო, რადგან ვეღარ ითმენდა მამის მხრიდან სასტიკ ძალადობას.

ირკვევა, რომ მას გაჰყვა უმცროსი დაც და როდესაც გოგონები ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდნენ, მამაკაცი მანქანით დაეჯახა, რათა შეეჩერებინა, რა დროსაც ორივე დაშავდა. აღნიშნულს ადასტურებს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელიც ადგილზე გოგონების დასახმარებლად მივიდა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცის ქმედებების შესახებ გამომჟღავნდა და ბავშვებმა ჩვენება მისცეს, ისიც აღნიშნეს, რომ ის საკუთარ ავადმყოფ მეუღლესაც კი უსწორდებოდა ფიზიკურად, ქალი სიმსივნით იყო დაავადებული და ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ