fbpx
პოლიტიკა

“საემიგრაციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს! ჩვენ ავირჩიეთ, რომ ადამიანების გვერდით ვიყოთ, უპირობოდ” – ალექსის ციპრა კალამატადან

ალექსის ციპრა კალამატაში ჩავიდა და გადარჩენილ ემიგრანტებს პირადად შეხვდა. ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს საემიგრაციო პოლიტიკა, რადგან საბერძნეთის წყლები სასაფლაოდ არის ქცეული.

“მე განცხადებები გავაკეთე ევროპის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, იმიგრაციის სფეროში, ასევე, იმ ჩიხში არსებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია ბოლო წლებში. დღეს, სამწუხაროდ, ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთნაირად არ ფასობს. როდესაც ისმის კითხვა: რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? არ გვაქვს ერთგვაროვანი პასუხი, რადგან ის დამოკიდებულია წარმომავლობაზე, კანის ფერზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე. 

ჩვენ ჩვენი გზა არჩეული გვაქვს. ადამიანის გვერდით დგომა, უპირობოდ. რაც უფრო მკაცრი ხდება რეალობა, მით უფრო იზრდება ჩვენი სიჯიუტე, რომ დავიცვათ თანასწორობა, სამართლიანობა და ჰუმანურობა. ამჟამად არსებული საიმიგრაციო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის წყლებს სასაფლაოდ აქცევს. ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, პარალელურად, უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული და ეროვნული საზღვრები, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და მისი სიცოცხლე უნდა იყოს. ერთი მეორის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია,” აცხადებს ციპრა.

onalem

ტესტ