fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 26 წლის სტუდენტი, რომელიც 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

ოლიმპოზე დატრიალებულ ტრაგედიას 26 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მთამსვლელი იყო და 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. ახალგაზრდა ელიასი თესალონიკში უნივერსიტეტში სწავლობდა და მისი ერთ-ერთი ჰობი მთების დაპყრობა იყო. ის ოლიმპოზე აქამდეც არაერთხელ ყოფილა.

მან ოლიმპოზე წასვლა თავის 25 წლის მეგობართან ერთად დაგეგმა და ეს მათი ბოლო სტუმრობა უნდა ყოფილიყო. სწორედ მან შეატყობინა ხელისუფლებას, რომ საფრთხე ემუქრებოდათ. მაშველებმა ელიასი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, მისი 25 წლის მეგობარი უვნებლად გადარჩა, რადგან ერთ-ერთ კლდეზე მოახერხა წონასწორობა შეენარჩუნებინა.

იხილეთ მათი გამოყვანის ოპერაცია:

onalem

ტესტ