fbpx
საბერძნეთი

როდოსი: 17 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი თავისუფალია

დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე 31 წლის მამაკაცი წარსდგა, რომელსაც ბრალად 17 წლის სკოლის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობა ედებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი 2012 წლის მარტში მოხდა. გოგონა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და თქვა, რომ უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.

არასრულწლოვანმა მამაკაცისგან თავის დაღწევა შეძლო და გაიქცა. დამნაშავე პოლიციამ ძებნის შედეგად 2012 წლის 3 აპრილს დააკავა. მოგვიანებით გოგონამ მამაკაცი ამოიცნო, თუმცა, ის მაშინვე არ დააპატიმრეს, რადგან მისი იდენტიფიცირებიდან 24 საათი უკვე გასული იყო.

მამაკაცი 2012 წლის ივლისში სასამართლოს წინაშე წარსდგა და დანაშაულისთვის ბოდიში მოიხადა. განაცხადა, რომ ამ დროს გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო, რის გამოც ვერ აცნობიერებდა და არ ახსოვდა, რას აკეთებდა. მან გამომძიებელს უთხრა, რომ ორი გოგონა ახსოვდა და მართლაც, გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი საუკეთესო მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ის ირწმუნება, რომ ამის გაკეთება რეალურად არ სურდა.

დღეს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მამაკაცი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, თუმცა, წაუყენეს შემდეგი პირობები: მას აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა, ვალდებულია პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდეს თვეში ორჯერ, აკრძალული აქვს არასრულწლოვნებთან ზედმეტი კონტაქტი.

onalem

ტესტ