fbpx
საბერძნეთი

39 წლის მამაკაცი ესთეტიკურ ცენტრში გასახდომად მივიდა, 70.000 ევრო გამოსძალეს და თვითმკვლელობა ორჯერ სცადა

ბერძნული მედიის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ესთეტიკური ცენტრის კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ, რომელსაც ჯამში 70.000 ევრო გამოსძალეს, უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდეს და მამაკაცი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.

მისი თქმით, ესთეტიკურ ცენტრს გახდომის მიზნით მიმართა, მათ მიერ მოთხოვნილი თანხები კი იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გახდა, ფული ესეხებინა. მასზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე, რომლის ფარგლებშიც სულ 70.000 ევრო გამოსძალეს ეტაპობრივად. ეუბნებოდნენ, რომ უნდა გაეკეთებინა გარკვეული ანალიზები, ვინაიდან ჰქონდა ცხიმოვანი კვანძები და შესაძლებელი იყო, რომ სიმსივნეში გადაზრდილიყო.

ამას გარდა, დაუსვეს “ფსიქოლოგიური აშლილობის” დიაგნოზი, როდესაც მისგან უკმაყოფილებას ისმენდნენ.

“ჩემი ცხოვრება გაანადგურეს, 70.000 ევრო დავკარგე, მეუღლეს დავშორდი და ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ჩავვარდი. ეს თანხა ნასესხები მქონდა და ჯერ კიდევ ვიხდი, დღემდე,” ამბობს მამაკაცი.

ცხადია, მამაკაცმა კანონით მოქმედება გადაწყვიტა, თუმცა, ესთეტიკური ცენტრისგან ზარალი ჯერ კიდევ ვერ აინაზღაურა.

onalem

ტესტ