fbpx
საბერძნეთი

“ნიღბის ფასები ეცემა, 0.27 ევროდან 0.63 ევრომდე სუპერმარკეტებში” – ადონის გეორგიადისი

ადონის გეორგიადისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში ნიღბის ფასების დასტაბილურება დაიწყო.

“ნიღბებზე ფასები ეცემა. უზრუნველყოფილია ადეკვატურობა, შემოწმებები კი ხორციელდება. ასევე ხდება აღრიცხვის წარმოება.

სხვადასხვა სუპერმარკეტებში ნიღბების ფასი იქნება 0.27 ევროდან 0.63 ევრომდე (1 ცალი). საუბარია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ნიღბებზე. მაგალითად, საფრანგეთში ნიღბების მაქსიმალური ფასი 0.95 ევრო დააწესეს. თუ ფასებს ჩვენც დავაწესებთ, მოსალოდნელია, რომ იმპორტი შეწყდეს და შემდეგ ნიღბები ამოიწურება, მაგრამ რაც დარჩება ძალიან ძვირი ეღირება.

პირველი აღრიცხვის ეტაპზე საბერძნეთში ნიღბების რაოდენობა 1.000.000 იყო, ხოლო ახლა მათი რაოდენობა უკვე 26.000.000 უდრის. ეს ნიშნავს, რომ თაროები ივსება, ხოლო ფასები იკლებს.

ასევე, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა მობილური ტელეფონით შეძლებს იპოვოს ადგილი, სადაც ყველაზე იაფ ნიღაბს შეიძენს,” განაცხადა გეორგიადისმა.

onalem

ტესტ