fbpx
ჯანმრთელობა

1.000-დან არცერთი დადებითი პასუხი კორონავირუსზე ათენსა და თესალონიკში

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის, ΕΟΔΥ-ს მიერ სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს კორონავირუსზე ტესტებს სახლებში უკეთებენ. აქ შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ეკვეთებათ და არსებობს ეჭვი, რომ ვირუსი გადაედოთ.

ირკვევა, რომ ათენში, კერძოდ გალაცისა და ნეა სმირნის, ასევე ნიკეას, კორიდალოს, დომოკოს, კარდიცასა და თესალონიკის ტერიტორიებზე ჩატარებული 1.000 ტესტიდან 1-ის პასუხიც არ ამოვიდა დადებითი. ეს ოპტიმისტური ფაქტია და ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გადამდებიანობა უკიდურესად დაბალია.

ეს ტესტები ხალხს ბოლო 48 საათის მანძილზე ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი სრულიად ჯანმრთელია.

საბერძნეთში კორონავირუსი სუსტდება, ვინაიდან ყოველდღიურად მხოლოდ ათამდე ახალი შემთხვევები ფიქსირდება, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა უფრო და უფრო იკლებს.

 

onalem

ტესტ